დღის პროდუქტები
ვიტამინების ნაკლებობა გაზაფხულზე - როგორ ვიკვებოთ ავიტამინოზის დროს

ვიტამინების ნაკლებობა გაზაფხულზე - როგორ ვიკვებოთ ავიტამინოზის დროს

გაზაფხულს მოაქვს არა მხოლოდ სიხარული, კარგი განწყობა და თბილი ამინდები, არამედ დაღლილობის შეგრძნება, იმუნიტეტის დაქვეითება, თმის ცვენა - ერთი სიტყვით, ავიტამინოზი. ასეთ დიაგნოზს გაზაფხულზე ბევრს უსვამენ, განსაკუთრებით კი ბავშვებს. მათი ორგანიზმი ხომ ყველაზე მგრძნობიარეა, დამცავი ფუნქციების დაქვეითებისა და ვიტამინების რეზერვების ამოწურვის მიმართ?!

 

სწორედ ზამთრის გასვლის შემდეგ საჭიროებს ადამიანი სასარგებლო ნივთიერებების შევსებას. საუკეთესო ვარიანტი ამისთვის დაბალანსებული, სწორი დიეტაა. როგორ ვიკვებოთ და როგორ ავიცილოთ თავიდან ვიტამინების ნაკლებობა? - ამაზე ბლოგში ვისაუბრებთ.

როგორ ვლინდება გაზაფხულზე ავიტამინოზი

როგორ ვლინდება გაზაფხულზე ავიტამინოზი

თუ საკუთარ თავს ამჩნევთ ძილიანობის მომატებას, გაღიზიანებადობას, აპათიას და სისუსტეს, თუ ხშირად ცივდებით ან ავად ხდებით, დიდი ალბათობით თქვენს ორგანიზმს ვიტამინები აკლია. ავიტამინოზის სიმპტომებს შეიძლება დავუმატოთ კანის სიმშრალე, თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები, სახეზე და ტანზე გამონაყარის გაჩენა.  

 

გაზაფხულის სისუსტეს პირდაპირი კავშირი აქვს კვებასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად იკვებოთ. გაზაფხულის რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული და მდიდარი, ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ნივთიერებით - ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ყველა საჭირო მიკროელემენტითა და ვიტამინით.

 

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები

 

გამოიყოფა რამდენიმე ვიტამინი, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ესენია: C, D, A, B1, B2 და E ვიტამინები. თითოეული მათგანი ეხმარება ჩვენს ორგანიზმს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში, ინფექციებისა თუ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, C ვიტამინი ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ. მისი მუდმივი არსებობა ორგანიზმში აძლიერებს იმუნიტეტს. D ვიტამინი ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება.  A ვიტამინს „მხედველობის ვიტამინს“ უწოდებენ, B1-ს - ანტიდეპრესანტს, B2-ს - ზრდისას, ხოლო E-ს „ახალგაზრდობის ვიტამინს“.

გაზაფხულის დიეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტები

 გაზაფხულის დიეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტები

მთავარი რეკომენდაცია ავიტამინოზის დროს ისაა, რომ თქვენი რაციონი რაც შეიძლება მრავალფეროვანი გახადოთ. პროდუქტების არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მათ ვიზუალს. არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ დამჭკნარი ან დაზიანებული ბოსტნეული. დაჭრის დროს ბოსტნეული დიდი რაოდენობით ვიტამინს კარგავს, ამიტომ სალათები მოამზადეთ უშუალოდ მირთმევის წინ. რკინასთან კონტაქტი ანადგურებს C ვიტამინს, გამოიყენეთ უჟანგავი ფოლადის დანები.

 

ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი, რომელიც ორგანიზმისთვის საჭირო ბევრ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, თევზია. ამიტომ, სასურველია ის კვირაში სამჯერ მაინც მიირთვათ. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეთოვანი თევზი (ორაგული, კალმახი, სკუმბრია, თინუსი, გველთევზა, ქაშაყი). ორაგული შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, მდიდარია ფოსფორით, კალიუმით, მაგნიუმით, ქლორით, რკინით, A, B1, B2, C, E D  ვიტამინებით. ნორვეგიული ორაგული ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო თევზია, დელიკატესი, შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს, ომეგა სამის ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინ D-ს.

 

არანაკლებ სასარგებლოა ორაგულის ხიზილალა. მასში 30%-მდე იშვიათი და მაღალღირებული ცილაა. ორაგულის ხიზილალაში უხვადაა A, B, D და E ვიტამინები. აგრეთვე ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის - რკინა, ფოსფორი, სხვადასხვა ორგანული ნაერთები და მინერალური ნივთიერებები.

ქაშაყი

ქაშაყი

რაც შეეხება ქაშაყს, ის დიდი რაოდენობით ომეგა–3-ს შეიცავს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სტრესის განმუხტვასა და დეპრესიის დაძლევაზე.

 

თქვენს რაციონში შეგიძლიათ შეიტანოთ „ოკეანეს“ როგორც ცოცხალი, შეცივებული და გაყინული თევზეული, ასევე დამარილებული და დაბალმარილიანი ქაშაყიც.

 

ცოცხალი თევზი უმჯობესია მოხარშოთ, გამოაცხოთ ღუმელში ან გრილზე მოამზადოთ, ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით, რადგან ტაფაზე შემწვარი ორაგული D ვიტამინის დიდ ნაწილს კარგავს. „ოკეანეს“ ნორვეგიული ორაგული გამოყვანილია და მასში შენარჩუნებულია სასარგებლო თვისებები. ასევე, არ საჭიროებს მომზადებას ქაშაყის პრესერვებიც.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ!