სიახლეები
ნიკორას სპონსორობით ქართული პროდუქციის ელექტრონული კატალოგი შეიქმნა
ნიკორას სპონსორობით ქართული პროდუქციის ელექტრონული კატალოგი შეიქმნა
29 მარ. 2016
29 მარტს, მოძრაობა kar.ge-ს ორგანიზებით, ხარისხიანი ქართული პროდუქციის ელექტრონული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. კატალოგის სპონსორი კომპანია "ნიკორა" გახლდათ.
კატალოგის შექმნის მიზანი ქვეყანაში არსებული გამორჩეული ქართული საწარმოების, ბრენდების, პროდუქციის, სავაჭრო ობიექტების, ბიზნეს სერვისების მომწოდებლებისა და დისტრიბუტორი კომპანიების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში გაერთიანება გახლდათ.
კატალოგი საზოგადოებისთვის სრულყოფილი სახით სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი - მისამართზე: http://kar.ge/