Ge | En |
"სიკეთის ლამპარი" მოხუცთა და ინვალიდთა სახლია, სადაც რამდენიმე ათეული მიუსაფარი და სოციალურად დაუცველი მოხუცი ბინადრობს. ორგანიზაციის ბენეფიციარების ყოველდღიურ კეთილდღეობაზე ძირითადად კერძო ორგანიზაციები ზრუნავენ და მათ ნორმალურ პირობებში ყოფა-ცხოვრებას უზრუნველყოფენ.
თუმცა, მხოლოდ ყოველდღიურობა ხომ არაა... ყურადღება, ზრუნვა და ტკბილეული -მითუმეტეს, სადღესასწაულოდ - მოხუცებს ხომ განსაკუთრებით უხარიათ.
"ნიკორა" წინასააღდგომოდ, "სიკეთის ლამპრის" მაცხოვრებლებს ესტუმრა და ძეხვეულით, უგემრიელესი თევზეულით, გამაგრილებელი სასმელებითა და რა თქმა უნდა, პასკებით გაუმასპინძლდა.
აღდგომას ხომ ყველას უნდა უხაროდეს...
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |