Ge | En |
წელს, პირველად, წითელი ცხვირების საერთაშორისო აქციას საქართველო ოფიციალურად შეუერთდა. წითელი ცხვირების გაყიდვიდან შემოსული თანხა აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერას და ლეიკემიით დაავადებული ნიკუშა დვალაძის მკურნალობას მოხმარდება!
იდეა, რომ ბავშვების დასახმარებლად თანხა იუმორის მეშვეობით შეგროვებულიყო ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა! წითელი ცხვირების დღე კი პირველად 1988 წელს, ეთიოპიაში აღინიშნა. მაშინ 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად.
მოგვიანებით ამ კამპანიას შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანა და სხვა. დღეს წითელი ცხვირების აქციაში უამრავი ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას - იძენს ცხვირს, იღებს ფოტოს და ეხმარება ბავშვებს.
შემოგვიერთდით! გაიცინეთ, გაეცით და გადაარჩინეთ ბავშვი!
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |