სიახლეები
სოსისები ბარსელონა, ვერონა, ვენა, მარსელი - სიახლე ნიკორას ასორტიმენტში

სოსისები ბარსელონა, ვერონა, ვენა, მარსელი - სიახლე ნიკორას ასორტიმენტში

01 ივნ. 2017

4 საყვარელი ქალაქი და უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული 4 სხვადასხვა პროდუქტი... "ბარსელონა", "ვერონა", "ვენა", "მარსელი" - „ნიკორას“ ასორტიმენტში სიახლეა!

პროდუქცია, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს, შესაბამისი ქვეყნების ტრადიციული სამზარეულოს დამახასიათებელი ინგრედიენტებითაა დამზადებული და მომხმარებელს გემოთა მრავალფეროვან სამყაროში უწევს მეგზურობას. პროექტის მიზანია მომხმარებელს ადგილზე  გავაცნოთ  სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს საგემოვნო პარამეტრები. 

ზემოთ აღნიშნული დასახელების სოსისები "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელში უკვე გამოჩნდა.

"ბარსელონა" - კატალონიაში ხორც-პროდუქტები ძალიან პოპულარულია... ბარსელონასავით მიმზიდველი, კრეატიული, დინამიური და ახლებური შეგრძნებებით სავსეა ძალიან არომატული სოსისი ბარსელონაც. პაპრიკით შეზავებული სოსისი განკუთვნილია შესაწვავად. პროდუქტში მეტად გამოკვეთილად იგრძნობა ხორცის გემო, ვიდრე სანელებლების. 

"ვერონა" - ვერონა იტალიის "შეყვარებულთა ქალაქი"... სპაგეტი, კარბონარა, პიცა - ყველით, ძეხვითა და პაპრიკით... ფაქტობრივად,  პიცის ინგრედიენტები ამ სოსისშია გადატანილი, რაც მას ძალიან არომატულს და გემრიელს ხდის. სოსისი ვერონა შეგიძლიათ მოხარშოთ კიდევაც და შეწვათ.

"ვენა" - მოგეხსენებათ, ვენა უნიკალური შარმის მქონე, კლასიკური და ელეგანტური ქალაქია... ევროპის კულტურულ დედაქალაქად და სოსისის სამშობლოდ წოდებული... ასეთივე კლასიკური და ნაზი გემო აქვს "ნიკორას" სოსის "ვენას". დაგემოვნებისას საოცრად ნაზ და არომატულ სტრუქტურას შეიგრძნობთ. ეს სოსისი მოსახარშია.

"მარსელი" - ჯადოსნური ქალაქი... უკიდურესად მრავალფეროვანი ფრანგული სამზარეულო... ფრანგების საყვარელი პროდუქტი ხომ ყველია? სოსისი მარსელიც სწორედ ყველითაა წარმოდგენილი. ეს პროდუქტი შესაწვავია.