სიახლეები
ნიკორას ხორცპროდუქტების წარმოება ლიდერ ბრენდად დასახელდა

ნიკორას ხორცპროდუქტების წარმოება ლიდერ ბრენდად დასახელდა

21 დეკ. 2017

"ნიკორა“ ხორცპროდუქტების დარგში  "ლიდერ“ ბრენდად დასახელდა. კომპანიას ჯილდო "ქართული ბრენდის დღეზე“ 20 დეკემბერს, სატუმრო "ბილთმორ თბილისში“ გადაეცა.

"ნიკორა“ 19 წელია ბაზარზეა, ამ ხნის განმავლობაში არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა და კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. კომპანია წლიდან წლამდე  ვითარდება და მომხმარებლებს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს. 500-ზე მეტი დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ადგილობრივ საწარმოებში მზადდება. "ნიკორა“ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სერტიფიკატებს ISO 9001 : 2008;  22000 : 2005, დანერგილია НАССР-ის სისტემა, რაც პროდუქციის ხარისხის გარანტიაა.