სიახლეები
ნიკორამ ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

ნიკორამ ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

27 დეკ. 2017

კომპანია "ნიკორამ“ 22-23 დეკემბერს, მოძრაობა KAR.GE-ის ორგანიზებით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მიიღო მონაწილეობა.

“ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“  - სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ "ქარვასლაში“  გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვაზე, სხვადასხვა ნაწარმი, ადგილობრივმა მწარმოებლებმა წარმოადგინეს.

ღონისძიებაზე "ნიკორა“ მოხარშულ-შებოლილი და ნედლად-შებოლილი ძეხვეულით, რამდენიმე სახეობის შაშხით და "ბრავოს“ ხაზის სოსისებით წარსდგა. მომხმარებლებს დათვალიერების გარდა, სასურველი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

კომპანიას, ფესტივალის მხარდაჭერისთვის, სპეციალური სერტიფიკატიც გადაეცა.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო გემრიელი დეგუსტაციები და სხვადასხვა სახის გათამაშებები.