სიახლეები
ბრენდი მზარეული ბაზარზე განახლებული შეფუთვით გამოჩნდა
ბრენდი მზარეული ბაზარზე განახლებული შეფუთვით გამოჩნდა
28 ივნ. 2019
“ნიკორას“ შვილობილი ბრენდი "მზარეულის“ ვიზუალურ იდენტობაში სიახლეა. ბრენდი ბაზარზე შეცვლილი შეფუთვით გამოჩნდა. სახელწოდება "მზარეული“ უცვლელი დარჩა.
როგორც ბრენდის სიმბოლო, უცვლელია ლოგოს შემადგენელი ნაწილი – "მზარეულის“ ქუდი. რედიზაინის ფარგლებში, შეიცვალა შესაფუთი მასალის დიზაინი, ლოგო და შეფუთვის ფორმა.
"მზარეული“ ისეთივე გემრიელია როგორც ოჯახში მომზადებული კერძი;
დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, თავისი საქმის მცოდნე მზარეულების მიერ;
გაყინვის მეთოდი მაქსიმალურად უნარჩუნებს პროდუქტს საგემოვნო თვისებებს;
დაცულია ჰიგიენური თვალსაზრისით;
"მზარეული“ - გემრიელი განწყობისთვის.