Ge | En |
"ნიკორა ჰოლდინგის“ ორგანიზებით, დიღმის საფრენბურთო არენაზე, ბრენდებს შორის შიდა საფეხბურთო ტურნირი, 7 ნოემბერს დაიწყო და 3 დეკემბერს დასრულდა.
ტურნირში მონაწილეობას, ჰოლდინგში შემავალი ბრენდები იღებდნენ, სულ რვა გუნდი: სს “ნიკორა“, სს "ნიკორა ტრეიდი“, შპს "ნიკორა“, "კულინარი“, "ინტრეიდი“, "ოკეანე“, "დღის პროდუქტები“ და "პარტნიორი.“
ფინალში ერთმანეთს სს “ნიკორას“ და სს "ნიკორა ტრეიდის“ საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული თამაში, სს "ნიკორა ტრეიდის“ გუნდის სასარგებლოდ ანგარიშით - 2:1 დასრულდა.
პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები სამახსოვრო საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |