სიახლეები
სიახლე ნიკორასგან – ხორცპროდუქტების ბაზარს 3 სახის სრულიად ახალი გემო შეემატა

სიახლე ნიკორასგან – ხორცპროდუქტების ბაზარს 3 სახის სრულიად ახალი გემო შეემატა

21 ივლ. 2020

კომპანია "ნიკორამ“ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, მორიგ სიახლეს გთავაზობთ.

კლასიკურ გერმანულ რეცეპტურაზე დამზადებული, პრემიუმ კლასის სოსისები, უკვე "ნიკორა სუპერმარკეტის“ დახლებზეა წარმოდგენილი.

როსტერი — გამორჩეული შემადგენლობის და არომატის მქონე სოსისი, რომელიც ქართული ბაზრისთვის განსაკუთრებული სიახლეა. ინგრედიანტები: ჰოლანდიური ყველი, სოკო, წითელი და მწვანე პაპრიკა, პროდუქტის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს.

ფრანკფურტერი — გერმანული ფრანკფურტერის ზუსტი ანალოგია. მის დასამზადებლად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ხორცი და ევროპული კომბინირებული სანელებლები.

ბერნერი — სოსისის შემადგენლობაში შედის ჰოლანდიური ყველი, რაც მას განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს ანიჭებს.