Ge | En |
თბილისში მდებარე "ნიკორას" სუპერმარკეტებში 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გამოჩნდა. კომპანია მომხმარებლების მოთხოვნას პასუხობს და ქსელში სასაჩუქრე ვაუჩერს უშვებს.
პირველ ეტაპზე, ბარათის შეძენა მხოლოდ თბილისში მდებარე დიდი ფაქთის მქონე სავაჭრო ობიექტებში იქნება შესაძლებელი, შემდგომში კი ქსელი მთლიანად დაიფარება. ვაუჩერის განაღდებას მომხმარებელი, სურვილისამებრ, თბილისის ან კახეთის სუპერმარკეტებში შეძლებს.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, 2015 წელს იგეგმება დასავლეთ საქართველოს სავაჭრო ქსელის განახლებაც და "ნიკორა" ანალოგიურ მომსახურებას უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით, 110-მდე სუპერმარკეტში შესთავაზებს მომხმარებლებს.
სასაჩუქრე ბარათის მფლობელს "ნიკორას" ობიექტებში 50 ლარის ღირებულების ნებისმიერი სახის პროდუქტის შეძენის უფლება აქვს. ვაუჩერის განაღდება შეძენიდან 3 წლის განმავლობაშია დასაშვები.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |