Ge | En |
სს "ნიკორას" ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონში" მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მიიღეს.
ღონისძიება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ფარგლებში განხორციელდა და მიზნად შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობას ისახავდა.
"მადლობას ვუხდით "ეტალონს" და თითეულ მონაწილეს, რომ ჩვენს ინიციატივას გამოეხმაურნენ. გადაცემაში წარმოდგენილი ადამიანები სულიერი სიმტკიცის მაგალითს აძლევენ მთელ საზოგადოებას - სწორედ ამიტომ ჩვენს პასუხისმგებლობად ვთვლით ხელი შევუწყოთ მათ შესაძლებლობების წამოჩენასა და რესოციალიზაციაში," - ამბობს სს "ნიკორას" გენერალური დირექტორი, ირაკლი ბოქოლიშვილი.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |