სიახლეები
ნაყინი კრემ ბრულე - ახალი პროდუქტი ნიკორას შვილობილი ბრენდი პალომასაგან

ნაყინი კრემ ბრულე - ახალი პროდუქტი ნიკორას შვილობილი ბრენდი პალომასაგან

24 ივნ. 2013

"ნიკორას" შვილობილი ბრენდი "პალომა" ნაყინის ხაზს აფართოებს. მიმდინარე კვირიდან, კომპანიის სავაჭრო ქსელსა და ქალაქის სხვა სუპერმარკეტებში, უკვე შესაძლებელია ფრანგული დესერტი „კრემ ბრულეს“ გემოს მქონე ნაყინის შეძენა. 

ნაყინი "კრემ ბრულე" პრემიუმ კლასის კატეგორიას განეკუთვნება. პროდუქტი გამორჩეული გემოთი, განსაკუთრებულად რბილი და ნაზი კონსისტენციით ხასიათდება.  პროდუქტი ბაზარზე 450 გრამიანი შეფუთვითაა წარმოდგენილი და მისი ფასი "ნიკორას" სუპერმარკეტებში 5.5 ლარით განისაზღვრება.