Ge | En |
20 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ჰოლში, წიგნის ფესტივალის ფარგლებში, წლის საუკეთესო მოთხრობების ავტორების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
"15 საუკეთესო ქართული მოთხრობა" არის 2009-2010 წწ. გამოქვეყნებული საუკეთესო მოთხრობების კრებული და მასში შეტანილი ყოველი ნაწარმოები ამავდროულად არის ნომინანტი პრემიისა "წლის საუკეთესო მოთხრობა".
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დაწესებული პირველი, მეორე და მესამე პრემიების გარდა, საუკეთესო მოთხრობების ავტორები სხვადასხვა კომპანიებმაც დააჯილდოვეს. "ნიკორამ" ცერემონიალში უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა და რჩეული მოთხრობის ავტორს - გურამ მეგრელიშვილს - მოთხრობისათვის, "ჯვარცმობანა" სპეციალური პრიზი გადასცა.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |