Ge | En |
ზედიზედ მესამედ, "ნიკორას" საფეხბურთო გუნდი "პარტნიორთა თასის" ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში ნიკორელებმა "საქართველოს ფოსტის" წარმომადგენლები დაამარცხეს ანგარიშით 2:1 და გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ტურნირის მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისი თანმიმდევრობით, "საქართველოს ფოსტისა" და "გუდვილის" გუნდებს ხვდათ წილად. საუკეთესო მოთამაშის ტიტული კი "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის თანამშრომელმა, ილია თოლორდავამ მოიპოვა.
გამარჯვებულები სპეციალური მედლებით, თასითა და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
"პარტნიორთა თასის" ტურნირი JTI-ის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და მასში ქართულ ბაზარზე მოქმედი სადისტრიბუციო და კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იღებენ მონაწილეობას.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |