Ge | En |
ბრენდის ცნობადობის, პოპულარობის, წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის, მარკეტინგული ფაქტორების გათვალისწინებით - 2015 წლის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვების ცერემონიალზე გამარჯვებულთა შორის "ნიკორას" ხორცპროდუქტების წარმოებაც დაასახელეს.
კომპანიას "ოქროს ბრენდის" ტიტული საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის, კომპანია Global Idea-სა და გაზეთ The FINANCIAL -ის წარმომადგენელთა მიერ გამოკითხულ ექსპერტთა ხმათა დათვლის შედეგად მიენიჭა.
"ოქროს ბრენდის" დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს იმ კომპანიების გამოვლენასა და დაჯილდოვებას, რომლებმაც გასულ წელს საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ "ოქროს ბრენდის" არსებობის მანძილზე, "ნიკორას" ხორცპროდუქტების წარმოება ჯილდოს მფლობელი მეშვიდედ გახდა.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |