სიახლეები
ნიკორა მომხმარებელს ძეხვის ფესტივალზე ეპატიჟება

ნიკორა მომხმარებელს ძეხვის ფესტივალზე ეპატიჟება

06 თებ. 2015

ჰიპერმარკეტ "კარფურში" მიმდინარე ძეხვის ფესტივალზე, მომხმარებლებს "ნიკორას" წარმოების ხორცპროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. კომპანია მსურველებს, 10 დღის განმავლობაში, გემრიელი სოსისებით, ძეხვეულითა და სხვადასხვა სახის დელიკატესებით გაუმასპინძლდება. 

ფესტივალის ფარგლებში, ჰიპერმარკეტ "კარფურში', "ნიკორას" ხორცპროდუქტების ზოგიერთი კატეგორიის შეძენა განსაკუთრებულ ფასად არის შესაძლებელი. 

ძეხვის ფესტივალი ჰიპერმარკეტ "კარფურში" 18 თებერვლამდე გაგრძელდება. ფესტივალში, ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიები იღებენ მონაწილეობას.