| Ge | En |
18 დეკემბერს, სასტუმროში "Hotels & Preference Hualing Tbilisi", წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - "ქართული ბრენდის დღე 2015" გაიმართა. ნაციონალური ბრენდების რიგით მე-13 დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომლის ნომინანტებს შორის, ტრადიციულად, "ნიკორაც" გახლდათ, კომპანიამ "ლიდერის" ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.
ღონისძიების ორგანიზატორი საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" გახლდათ. გამარჯვებულების ვინაობა რამდენიმეთვიანი კვლევების შედეგად დადგინდა.
აღსანიშნავია, რომ "ქართული ბრენდის დღის" არსებობის ისტორიაში, "ნიკორა" არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
| პროდუქცია | კულინარია მოვლენები |