სიახლეები
ნიკორამ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
ნიკორამ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
27 აპრ. 2015
სს "ნიკორა" პრემიერ-მინისტრის ინიციატივას შეუერთდა. კომპანიის თანამშრომლებმა, "მწვანე მომავლის" პროექტის ფარგლებში, ქალაქ მცხეთში, წმიდა დემეტრეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნიკალური ჯიშის წიწვოვანი ხეები დარგეს. აქცია, 25 აპრილს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. "ნიკორას" თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 70-მდე ნერგი მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემაც დარგო.