სიახლეები
ნიკორამ სისხლის ბანკის აქციაში მიიღო მონაწილეობა

ნიკორამ სისხლის ბანკის აქციაში მიიღო მონაწილეობა

15 ნოე. 2012

"ნიკორა" ჰოლდინგის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს. აქცია კომპანიის სათაო ოფისში გაიმართა და მისი მიზანი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პატარა პაციენტების დახმარება გახლდათ. 

ცნობილია, რომ ერთი ადამიანის მიერ ჩაბარებული სისხლით 3 ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.