სიახლეები
ნიკორამ მასივის სუპერმარკეტები შეისყიდა
ნიკორამ მასივის სუპერმარკეტები შეისყიდა
28 იან. 2010
სს "ნიკორას" საკუთრებაში გადავიდა სუპერმარკეტების ქსელი "მასივი", რომელიც დედაქალაქში 7 მაღაზიით გახლავთ წარმოდგენილი.
ქსელი დღის განმავლობაში 5 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება, მაღაზიებშიკი 10 000-მდე დასახელების პროდუქტი - მათ შორის საკვები პროდუქცია, სასმელები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნები, საკანცელარიო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები გახლავთ წარმოდგენილი.