Ge | En |
"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის მენეჯმენტი ყველასათვის ცნობილ საქველმოქმედო აქციას - Ice Bucket Challenge-ს შეუერთდა და ფონდში თანხა უკვე გადარიცხა. კომპანიამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ბაზარზე მოქმედი სუპერმარკეტების - "გუდვილის", "ფუდმარტის", "სმარტის", "ფრესკოს", "ნუგეშის", "ორი ნაბიჯის", "კარფურისა" და "ფურშეტის" მენეჯმენტის გუნდები გამოიწვია და წესების შესაბამისად, კოლეგებს 24 საათი მისცა.
"ჩვენი კომპანია, როგორც საქართველოს ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სავაჭრო ქსელი, კარგად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და უერთდება ყველასათვის კარგად ცნობილ საქველმოქმედო აქციას. "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის მენეჯმენტის გუნდს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ საკუთარი წვლილი შეეტანა იმ ადამიანების დახმარების საქმეში, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება და მოხარულები ვართ, რომ აქციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მოგვეცა," - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ მაჭავარიანი.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |