სიახლეები
ნიკორა 13 ივნისს დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად

ნიკორა 13 ივნისს დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად

16 ივნ. 2015

13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას სს ნიკორას ჰოლდინგში შემავალი რამდენიმე ბრენდი ახორციელებს. 

"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელმა დაზარალებულ ოჯახებს 20 ათასი ლარის ღირებულების სასურსათე ვაუჩერები უკვე გადასცა. ბარათის მფლობელები, აღნიშნული თანხის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ "ნიკორას" სუპერმარკეტებში ნებისმიერი პროდუქტის შეძენას შეძლებენ.

დაზარალებულთა დახმარების საკითხში საკუთარი წვლილი შეიტანეს "ნიკორას" შვილობილმა კომპანიებმა - "ოკეანემ", "მზარეულის საცხობმა", "ჩვენმა ფერმერმა" და "ინტრეიდმა". ბრენდები დაზარალებულ მოსახლეობასა და სტიქიის ლოკაციებზე დასაქმებულ მოხალისეებს საკვები პროდუქტებით - ხორცპროდუქტებით, თევზეულით, პურ-ფუნთუშეულით, რძის პროდუქტებითა და უალკოჰოლო სასმელებით ამარაგებენ.