სიახლეები
ნიკორა - ხარისხის 10 წელი

ნიკორა - ხარისხის 10 წელი

22 დეკ. 2009

22 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე, სს „ნიკორას“ სათაო ოფისში, კომპანიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ჰოლდინგის მენეჯმენტმა ჟურნალისტებს განვლილი 10 წლის შედეგები გააცნო და ახალი ხაზის პროდუქცია - "საიუბილეო" წარუდგინა.    

"საიუბილეო" სერიის სოსისები დახვეწილი გემოთი და შეფუთვით გამოირჩევა. ნედლეულად გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის ხორცი. შეფუთვის თანამედროვე ტექნოლოგია კი სოსისისა და სარდელის შენახვის ვადას 15 დღემდე ზრდის.

პრესკონფერენციაზე სს "ნიკორას" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ლომაიამ ჰოლდინგის ძირითად მიმართულებებსა და წარმოების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პრესკონფერენციის დასასრულს კი სტუმრებს საიუბილეო ტორტით გაუმასპინძლდა და საახალწლო საჩუქრებიც გადასცა.