| Ge | En |
"ნიკორას" მრავალრიცხოვან ქსელს კიდევ ერთი ახალი სავაჭრო ობიექტი შეემატა. კომპანიის მომსახურებით სარგებლობას ახლა უკვე სოფელი დიღმის მოსახლეობაც შეძლებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს ყველაზე კომფორტული გარემო, კვების პროდუქტების მრავალრიცხოვანი ასორტიმენტი და ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის საშუალებები დ. აღმაშენებლის 58 ნომერში ელოდება.
სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიალმა მხიარულ გარემოში - "ნიკორას" პროდუქციის დეგუსტაციისა და სიურპრიზების ფონზე ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე წარმატებული სავაჭრო ქსელი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 29 ობიექტს, დედაქალაქში კი 61 სუპერმარკეტს ფლობს.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
| პროდუქცია | კულინარია მოვლენები |