| Ge | En |
"ნიკორას" საფეხბურთო გუნდი "ფრესკოს მეგობრობის თასის" მფლობელი გარდა. ფინალურ შეხვედრაში, "ნიკორელებმა" "ზედაზენის" წარმომადგენლები დაამარცხეს ანგარიშით 2:1 და გარდამავალ თასს დაეუფლნენ. ტურნირის მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისი თანმიმდევრობით, "ზედაზენისა" და "შარმ ტრეიდინგის" გუნდებმა გაინაწილეს.
გამარჯვებულებს ტურნირის ორგანიზატორებისგან სპეციალური თასი, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ!!!
შეგახსენებთ, რომ "ფრესკოს მეგობრობის თასის" ტურნირმა 8 ივნისს აიღო სტარტი და მასში ქართულ ბაზარზე მოქმედი სადისტრიბუციო და კვების პროდუქტების მწარმოებელი 16 კომპანია იღებდა მონაწილეობას.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
| პროდუქცია | კულინარია მოვლენები |