Ge | En |
10 ივლისს, თელავში "ნიკორას“ განახლებული სუპერმარკეტი გაიხსნა. ჭავჭავაძის #52-ში მდებარე ობიექტით კომპანია კახეთის რეგიონის სავაჭრო ქსელში თბილისის "ნიკორას" სუპერმარკეტებში არსებული სტანდარტების დანერგვის პროცესს იწყებს. კახეთში მდებარე "ნიკორას" სუპერმარკეტებში გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო დაიხვეწება მომსახურების ხარისხი და მნიშვნელოვნად გაიზრდება კვების პროდუქტების ასორტიმენტი, მოსახლეობა ახლა უკვე ჰიგიენის საშუალებებისა და სხვა ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთების შეძენასაც შეძლებს. ქსელის განახლება მომხმარებლისათვის სხვადასხვა აქციების შეთავაზებასა და სავაჭრო ობიექტების მუშაობის 24 საათიან რეჟიმში გადასვლასაც ითვალისწინებს.
თელავში "ნიკორას" განახლებული სუპერმარკეტის გახსნამ, თბილისში დამკვიდრებული ტრადიციის მსგავსად, მხიარულ გარემოში, შოუს ელემენტების - ფლეშმობის, გიგანტური "თოჯინის", გემრიელი ფურშეტისა და სხვა სიურპრიზების თანხლებით ჩაიარა.
ამჟამად, კახეთის რეგიონში "ნიკორას" 8 სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |