სიახლეები
ნიკორას სუპერმარკეტმა პატარებს 1 ივნისი მიულოცა

ნიკორას სუპერმარკეტმა პატარებს 1 ივნისი მიულოცა

04 ივნ. 2013

1 ივნისს, "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელმა, თბილისში მცხოვრებ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. კომპანიის წარმომადგენლები, დღის განმავლობაში, დედაქალაქის ქუჩებში ღია ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და ბავშვებს ფერად-ფერადი ბუშტებითა და "ნიკორას" ჰოლდინგის ქვეშ შემავალი ბრენდი "პალომას" ნაყინით ასაჩუქრებდნენ.  

შეგახსენებთ, რომ "ნიკორა" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პატარებს უკვე მრავალი წელია სხვადასხვა სახის ღონისძიებით ულოცავს. გასულ წელს, კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით, ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის ბიბლიოთეკას საჩუქრად შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებისათვის განკუთვნილი მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცა.