სს ნიკორას ოფიციალური განცხადება
21 ნოე. 2013
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია "გუდვილი" შემოდის სს "ნიკორას" ჰოლდინგში. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთავაზობთ, კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბოქოლიშვილის ოფიციალურ განცხადებას:
"ვადასტურებთ, რომ სს "ნიკორა" მზად გახლავთ აიღოს კომპანია "გუდვილის" ყველა ვალდებულება "გუდვილის" ამჟამინდელი დამფუძნებლის, ბ-ნი გოგი შევარდნაძის თანხმობის შემთხვევაში. როგორც კი პროცესებთან დაკავშირებით ხელშესახები ინფორმაცია გვექნება, სს "ნიკორა" მედია საშუალებებს საქმის კურსში ჩააყენებს."