სიახლეები
ნიკორას სუპერმარკეტის თასი ჯომარდობაში

ნიკორას სუპერმარკეტის თასი ჯომარდობაში

01 ივლ. 2014

28 ივნისს, ფშავში, ქართულ ბაზარზე მოქმედ სუპერმარკეტებს შორის ჯომარდობაში შეჯიბრი გაიმართა. ტურნირის ორგანიზატორი "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი გახლდათ. ღონისძიებაში მონაწილეობა "ნიკორასთან" ერთად, "ფრესკოს", "გუდვილის", "ორი ნაბიჯის", "სმარტის", "ფუდმარტის", "იოლის", "კარფურისა" და "ვეჯინის" წარმომადგენლებმა მიიღეს.

პირველი ადგილი "სმარტის", მეორე და მესამე ადგილები კი შესაბამისი თანმიმდევრობით, "ვეჯინისა" და "ფრესკოს" გუნდებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს საჩუქრად სპეციალური თასი, ფულადი ჯილდო და „ნიკორას“ ბრენდირებული ნივთები გადაეცათ. 

"ნიკორას" სუპერმარკეტის თასის გათამაშება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას - პარტნიორ და კონკურენტ ორგანიზაციებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება/გაღრმავებას ისახავს მიზნად.