სიახლეები
ნიკორამ ჰომმარტის სუპერმარკეტების რებრენდინგის პროცესი დაასრულა

ნიკორამ ჰომმარტის სუპერმარკეტების რებრენდინგის პროცესი დაასრულა

29 დეკ. 2014

"ნიკორას" სავაჭრო ქსელმა ახლად შესყიდული "ჰომმარტის" სუპერმარკეტების რებრენდინგის პროცესი დაასრულა. თბილისში, ინგოროყვას 19 ნომერში და ავჭალაში, სარაჯიშვილის #23-ში "ჰომმარტის" სავაჭრო ობიექტების ადგილას უკვე რამდენიმე დღეა მომხმარებლებს "ნიკორას" სუპერმარკეტი ემსახურება. 

სავაჭრო ობიექტებში, ისე როგორც "ნიკორას" სხვა სუპერმარკეტებში სრულადაა წარმოდგენილი ჰოლდინგის ქვეშ შემავალი ბრენდების პროდუქციის სრული ასორტიმენტი -ასევე სხვა უცხოური და ქართული წარმოების კვების პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთები. სუპერმარკეტები მომხმარებლებს კომფორტულ მომსახურებას, უამრავ სიახლესა და საინტერესო აქციებს სთავაზობენ. 

შეგახსენებთ, რომ "ჰომმარტის" სუპერმარკეტები "ნიკორას" საკუთრებაში დეკემბრის დასაწყისში გადავიდა. ამავე პერიოდში, კომპანიამ "კი ბატონოსა" და "სანდეის" სავაჭრო ქსელებიც შეისყიდა. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორას" მფლობელობაში 110-მდე სავაჭრო ობიექტია.