სიახლეები
ნიკორას გუნდმა თბილისიმარათონში მიიღო მონაწილეობა

ნიკორას გუნდმა თბილისიმარათონში მიიღო მონაწილეობა

24 ოქტ. 2016

"ნიკორას" გუნდმა "თბილისიმარათონში" მიიღო მონაწილეობა.

"თბილისიმარათონი 2016" ბავშვთა ჰოსპისის ასაშენებლად! - სწორედ ამ დევიზით გაიმართა ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანი ქველმოქმედება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია გახლდათ.

პროექტში 2000-მდე ადამიანი - მათ შორის 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შპს "ნიკორას" თანამშრომელმა, ვალერი წიკლაურმა 21 კმ-ის გარბენა, 01:29 საათში მოახერხა და თავის ასაკობრივ კატეგორიაში საპატიო მე-2 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება 10 კმ გარბენს - შპს "ნიკორას" თანამშრომლებმა, ელდარ სიმონიშვილმა და მევლუდ მანდარიამ, ასაკობრივ კატეგორიებში მე-11 და მე-19 ადგილების დაკავება შეძლეს. მამაკაცებს არც გოგონები ჩამორჩნენ - სს "ნიკორას" თანამშრომელი, ლოლა ჯაფარიძე 10 კმ გარბენში, ასაკობრივ კატეგორიაში მე-9 ადგილზე გავიდა.

"თბილისიმარათონში" მონაწილე "ნიკორელები" სამახსოვრო სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.