სიახლეები
გიორგობა გაგნიძეების ოჯახში

გიორგობა გაგნიძეების ოჯახში

24 ნოე. 2014

სს "ნიკორას" თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდ "ლიბერალურ კვალთან" ერთად გაგნიძეების 7 შვილიან ოჯახს გიორგობის დღესასწაული მიულოცეს. სიღარიბის ზღვარს მიღმმა მყოფ მცირეწლოვან პატარებს კომპანიამ საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და საოჯახო ნივთები გადასცა.

ეკა გაგნიძე მეუღლესთან და 7 შვილთან ერთად ზემო სამგორში, გამგეობის მიერ ნაქირავებ ბინაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. რთულია სიტყვებით გადმოსცე მდგომარეობა, რომელთან გამკლავებაც მრავალშვილიან ოჯახს ყოველდღიურად უწევს. ოჯახის უფროსი ჯანმრთელობის პრობლემების გამო სტაბილური სამსახურის შოვნას ვერ ახერხებს. მძიმედაა ავად ბავშვების დედაც... ოჯახი სოციალური დახმარების იმედად ცხოვრობს, მათთვის გათბობის ერთადერთი საშუალება ღუმელია, რომლისთვისაც გაგნიძეები შეშის შოვნას ყოველთვის ვერ ახერხებენ.  

თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა და სურვილი მხარში დაუდგეს პატარებს, დაუკავშირდით საქველმოქმედო ფონდ "ლიბერალურ კვალს" - https://www.facebook.com/liberalfootprint?fref=nf.