სიახლეები
სიახლე პალომასგან

სიახლე პალომასგან

11 ივნ. 2014

"ნიკორას" შვილობილი ბრენდი "პალომა" ნაყინის ხაზს აფართოებს. კომპანიის სავაჭრო ქსელში უკვე შესაძლებელია ცნობილი იტალიური ბრენდის - "სტრაჩატელას" გემოს მქონე ნაყინის შეძენა. "პალომას" წარმოებული "სტრაჩატელა" ვანილისაა და მის კონსისტენციაში, დაგემოვნებისას, შოკოლადის ფანტელების ნაზ გემოს შეიგრძნობთ. 

გაფართოვდა "პალომას" "პლომბირის" ხაზიც... ამიერიდან, ბრენდი "პლომბირის" ნაყინს უკვე კარამელისა და თხილის, ასევე - ალუბლისა და შოკოლადის შემცველობითაც გთავაზობთ.   
"პალომას" წარმოების ნაყინები პრემიუმ კლასს განეკუთვნება, ბაზარზე 450 გრ-იანი შეფუთვითაა წარმოდგენილი.