ოკეანე
მითები VS რეალობა: რისი ჭამა შეგიძლიათ სინამდვილეში 18:00 სთ-ის შემდეგ

მითები VS რეალობა: რისი ჭამა შეგიძლიათ სინამდვილეში 18:00 სთ-ის შემდეგ

ნუტრიციოლოგის რჩევებზე დაყრდნობით გავარკვიოთ, რა არის მითი და რა რეალობა 18:00 საათის შემდეგ ჭამასთან დაკავშირებით. რატომ შეიძლება იყოს ვახშმის შეზღუდვა ორგანიზმისთვის საზიანო და რომელი საკვების მირთმევა ჯობს საღამოს.

მითი 1: საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა ცუდია

მითი 1: საღამოს 6 საათის შემდეგ  ჭამა ცუდია

ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია დიეტისა და ჯანსაღი კვების სამყაროში. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ 18:00 საათის შემდეგ ვახშამი საზიანოა ფიგურისა და ჯანმრთელობისთვის.  

რეალობა: კვების დრო არ არის გადამწყვეტი თქვენი სხეულისთვის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მოხმარებული კალორიების მთლიანი რაოდენობა და საკვების ხარისხი. ჭამის დროის შეზღუდვა შეიძლება სასარგებლო იყოს მათთვის, ვინც საღამოს ჭარბად ჭამს ან უჭირს ღამით დაძინება მძიმე ვახშმის გამო. თუმცა, ბევრისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრების წესს ეწევა ან გვიანობამდე მუშაობს, 18:00 საათის შემდეგ ვახშამი გამართლებულიცაა და აუცილებელიც.

მითი 2: გვიანი ვახშამი იწვევს წონის მატებას

მითი 2: გვიანი ვახშამი იწვევს წონის მატებას

წონის მატების პრინციპი ასეთია: თქვენ იღებთ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე წვავთ. დაუბალანსებელი და არასწორად შედგენილი კვების რაციონს შეუძლია გამოიწვიოს ცხიმის დაგროვება ორგანიზმში.

რეალობა: წონა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ როდის მიირთმევთ ვახშამს, არამედ თქვენს საერთო კალორიულ ბალანსზე. თუ თქვენ მოიხმართ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ხარჯავთ, წონაში მოიმატებთ, მიუხედავად იმისა, როდის ჭამთ. მნიშვნელოვანია ვახშმის ხარისხის მონიტორინგი, უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ  კერძებს, ასევე აკონტროლეთ პორციის ზომა.

მითი 3: რძის პროდუქტები არ უნდა მიირთვათ საღამოს

მითი 3: რძის პროდუქტები არ უნდა მიირთვათ საღამოს

შემდეგი მითი ეხება რძის პროდუქტებს, რომელთა შესახებაც არსებობს მოსაზრება, რომ ისინი უნდა მიირთვათ  დილით და შუადღეს და არა საღამოს. რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი კალ­ცი­უ­მის და სხვა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წყა­როა. გარ­და ამი­სა, რძე შე­ი­ცავს იოდს, კა­ლი­უმს, ფოს­ფორს და ვი­ტა­მი­ნებს – B2, B1 და B12. მა­წო­ნი მთლი­ა­ნად ინარ­ჩუ­ნებს რძე­ში შე­მა­ვალ სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, ად­ვი­ლად შე­სათ­ვი­სე­ბე­ლი და მო­სა­ნე­ლე­ბე­ლია.

რეალობა: რძის პროდუქტები, როგორიცაა მაწონი, იოგურტი, რძე და ხაჭო, ცილის, კალციუმის და სხვა ვიტამინებისა და მინერალების ღირებული წყაროა. მათი საღამოს მოხმარება არა მხოლოდ უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, არამედ სასარგებლოც. მაგალითად, რძის პროდუქტების ცილა ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას და ნაყროვანების გრძნობას, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ჭარბი კვება საღამოს.

თუმცა საღამოს ვახშმისთვის რძის პროდუქტების არჩევისას უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ უცხიმო ვარიანტებს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი კალორიები.  

მითი 4: 14+ საათიანი შიმშილი ორგანიზმისთვის სასარგებლოა

მითი 4: 14+ საათიანი შიმშილი ორგანიზმისთვის სასარგებლოა

ეს ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებაა, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს. ნებისმიერი დიეტის მსგავსად, რომელიც მოიცავს უკიდურეს შეზღუდვებს, ინტერვალური შიმშილი  შეიძლება საზიანო იყოს ორგანიზმისთვის. პირველ რიგში, ექსპერტები კატეგორიულად არ ურჩევენ ამ ტიპის დიეტას ბავშვებსა და მოზარდებს, ასევე ორსულებსა და მეძუძურ ქალებს. ინტერვალური შიმშილი არ არის რეკომენდებული კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებისთვის, რადგან დიდი ხნის განმავლობაში საკვებისგან თავის შეკავების შემდეგ, ადამიანი მიდრეკილია ჭარბი ჭამისკენ. გარდა ამისა, მეტაბოლურმა შეცვლამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, ვისაც აქვთ დიაბეტი. ფაქტია, რომ ინტერვალური შიმშილით ხელოვნურად ვზღუდავთ კვების დროებით პერიოდებს და თუ ეს პერიოდები არ შეესაბამება ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივ ცირკადულ რიტმს („ბიოლოგიურ საათს“), ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური პროცესების დარღვევა. ამავე მიზეზით, ინტერვალური შიმშილი  არ არის შესაფერისი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ ცვლაში - მათი ცირკადული რითმები უკვე დარღვეულია. არც სპორტსმენებისთვის.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც საერთოა ყველა ადამიანისთვის, მოიცავს მუდმივი შიმშილის შეგრძნებას, თავბრუსხვევას, გაღიზიანებას, გულისრევას, თავის ტკივილს და დაბინდულ აზროვნებას.

18:00 საათის შემდეგ  საკვების არჩევის მთავარი წესი - მრავალფეროვნება და ზომიერებაა. რაციონში შეიტანეთ ცილები, ბოსტნეული, მარცვლეული და ჯანსაღი ცხიმები. რძის პროდუქტები  შესანიშნავი დამატებაა საღამოს დიეტაში.

ნუ შეგეშინდებათ 18:00 საათის შემდეგ ჭამის, მაგრამ გახსოვდეთ საკვების რაოდენობა და ხარისხი. თვალი ადევნეთ მთლიან კალორიულ ბალანსს და თქვენი ჯანმრთელობა ამისთვის მადლობას მოგახსენებთ.