Ge | En |
ნიკორა |
მზარეული |
ოკეანე |
ყველა პროდუქტი
|
ცივად შებოლილი თევზეული
|
ცხლად შებოლილი თევზეული
|
დამარილებული თევზეული
|
თევზეულის პრესერვები
|
დელიკატესები
|
მზა კერძები
|
ხიზილალა
|
დღის პროდუქტები |
პალომა |
პანე |
კულინარი |
Intrade - იმპორტი და დისტრიბუცია |
ინგრედიენტები: ქაშაყის ფილე, ხახვი, მწვანილი, მცენარეული ცხიმი, მარილი, თეთრი წიწაკა, სანელებლები.
ვიტამინები: A, B1, B2, PP, C
ხარისხის სტანდარტი |
სს "ნიკორა" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001: 2015, ISO 22000 : 2018 სტანდარტები და ფლობს НАССР სისტემას. ზედმიწევნით იცავს მას - როგორც კომპანიის სანდოობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების, ასევე ეფექტური მართვის სისტემების მიმართულებით. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვის საკითხში "ნიკორა" მუდამ პირველი გახლავთ, რაც მზა პროდუქციის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.
"ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი კომპანიები წარმოებაში იყენებენ, როგორც ადგილობრივ პროდუქტს, ასევე იმპორტირებულ ნედლეულს. ორივე შემთხვევაში კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქტი დამოწმებულია ლაბორატორიულად და ფლობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს.
სს "ნიკორასა" და მისი შვილობილი კომპანიების პარტნიორებს შორის არიან მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნები, რეგიონებიდან საიდანაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი ნებადართულია პროდუქტის შეტანა. აღნიშნული წარმოებები ამარაგებენ აშშ-სა და ევროპის ბაზარს.
ნედლეულის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო მასშტაბის გადამზიდი კომპანიები, როგორიცაა MAERSK LINE, MSC და სხვა, რაც მყარი გარანტიაა იმისა, რომ პროდუქტის გადაზიდვა სტანდარტების სრული დაცვით მოხდეს. შემოტანილ ნედლეულს ადგილზე კიდევ ერთხელ ამოწმებს საქართველოს ვეტერინარული სამსახური, რის შედეგედაც ხდება იმპორტის ნებართვის მიღება.
ნიმუშების აღება ხდება მზა პროდუქციის აბსოლუტურად ყველა პარტიიდან, ვიდრე ის სარეალიზაციოდ ქსელში გავა. ამისათვის კომპანიაში სპეციალური მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მოქმედებს, რომელიც აღნიშნული პროცესის კონტროლს უზრუნველყობს.
"ნიკორასა" და "მზარეულის" პროდუქცია:
მსხვილი ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში "ნიკორას" ხორცპროდუქტების წარმოებისთვის ნედლეულის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან ხორციელდება: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდების სამეფო, უნგრეთი, ავსტრია, დანია, ბრაზილია, კანადა, აშშ.
ადგილობრივი წარმოების ნედლეულით ხდება ბრენდი "მზარეულის" ნახევარფაბრიკატების დიდი ნაწილის დამზადება.
"ოკეანე":
თევზეულის წარმოების უზრუნველსაყოფად ნედლეულის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან ხდება: ნორვეგია, აშშ, ესპანეთი, არგენტინა. ამას გარდა, "ნიკორა" ოზურგეთის რაიონში, სოფელ ვაკიჯვარში ფლობს მეურნეობას, რომელიც "ოკეანეს" წარმოებას კალმახითა და ხიზილალით ამარაგებს.
"პანე":
"პანეს" პარტნიორებს შორის ავსტრიის, ბელგიის, ჰოლანდიის, თურქეთისა და რუსეთის ავტორიტეტული კომპანიები არიან.
"ჩვენი ფერმერი" და "პალომა":
"ნიკორას" რძის პროდუქტებისა და ნაყინის წარმოებაში ირლანდიური, დანიური, ჰოლანდიური, ავსტრიული, შვედური და ბრაზილიური ნედლეული გამოიყენება. ნედლეულის ხარისხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მზა პროდუქტის საგემოვნო თვისებებს.
შენახვის ვადა -6...-2°C - 90 დღე; შეფუთვის გახსნიდან 0...+6°C - 7 დღე |
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |