სიახლეები
ნიკორა ახალ გათამაშებას იწყებს

ნიკორა ახალ გათამაშებას იწყებს

03 ივნ. 2021

"ნიკორა“ მომხმარებლებისთვის ახალ გათამაშებას იწყებს.

5 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით "ნიკორა სუპერმარკეტის" ობიექტებზე მომხმარებლები, რომლებიც სპეციალურ სააქციო პროდუქციას შეიძენენ და 7 სტიკერს დააგროვებენ, საჩუქრად უმაღლესი ხარისხის  დანების ნაკრები გადაეცემათ, რომელიც მოიცავს სამზარეულოსთვის საჭირო ყველა ტიპის დანას.

გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. სამი კვირის განმავლობაში "ნიკორას“ ნებისმიერ ფილიალში უნდა შეიძინოთ ხორცპროდუქტები შემდეგი ასორტიმენტიდან:

  • სოსისი ივერია საქონლის ხორცით (500 გრ)
  • სოსისი სპეცი პიკანტური (12 ცალი)
  • სოსისი რძიანი (780 გრ)
  • სოსისი ივერია (590 გრ)
  • სოსისი მინი (560 გრ)
  • სოსისი მიუნხენური (630 გრ)
  • მოხარშულ-შებოლილი ძეხვი მონადირული (490 გრ)

"ნიკორა სუპერმარკეტში“ მოითხოვეთ სპეციალური წიგნაკი, რომელშიც ჰოლოგრამიანი სტიკერები უნდა მოაგროვოთ. სტიკერები კი თითოეულ სააქციო შენაძენზე სალაროსთან გადმოგეცემათ. ამავდროულად, აუცილებელი არაა, რომ ყველა სააქციო პროდუქტი შეიძინოთ. შეიძლება მხოლოდ ერთი სახეობის შენაძენზე დააგროვოთ შვიდივე სტიკერი.

შეგორვებული სტიკერების საჩუქარში გადაცვლა შესაძლებელი იქნება აქციის განმავლობაში და აქციის დასრულების შემდეგ, 2 ივლისის ჩათვლით.  გადასაცვლელად უნდა მიხვიდეთ "ნიკორა სუპერმარკეტის“ რომელიმე ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ფილიალების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე promotion.nikora.ge, სალაროსთან წიგნაკისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის საფუძველზე უმაღლესი ხარისხის დანების ნაკრებს მიიღებთ.

გათამაშების პირობები: 

  • გათამაშება ძალაშია 2021 წლის 5 ივნისიდან - 2021 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
  • გათამაშება მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" "ნიკორა" ხორცპროდუქტების განსაზღვრული ასორტიმენტის შეძენის შემთხვევაში.
  • სალაროსთან, სააქციო პროდუქტის შეძენისას, მოითხოვე თითო პროდუქტზე თითო ჰოლოგრამიანი სტიკერი.
  • მიიღე გათამაშების წიგნაკი "ნიკორა სუპერმარკეტში", სადაც უნდა მოათავსო სააქციო ჰოლოგრამიანი სტიკერები.
  • აღნიშნული აქცია მოქმედებს ვადის დასრულებამდე ან მარაგების ამოწურვამდე, იმის გათვალისწინებით, რომელი გარემოება უფრო ადრე დადგება. სასაჩუქრე მარაგების ამოწურვის შემთხვევაში, აქციის ფარგლებში შეგროვებული სტიკერების ნაცვლად "ნიკორა" თითოეულ პირს შესთავაზებს ალტერნატიულ საჩუქარს.
  • საჩუქრის მისაღებად აუცილებელია სალაროსთან წარადგინო პირადობის მოწმობა და სააქციო წიგნაკი, შეგროვებული სტიკერებით.
  • სტიკერების გადაცვლა საჩუქარში შესაძლებელია 2021 წლის 5 ივნისიდან-2021 წლის 3 ივლისამდე, სამუშაო დღეებში 10:00-18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00-16:00 საათამდე. კვირა დღეს საჩუქარი არ გაიცემა.
  • "ნიკორა" უფლებას იტოვებს მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება აქციასთან დაკავშირებით.