კოჭას ჩაი

.jpg
სწრაფი
მარტივი
დიეტური
კატეგორია: სასმელები
რეცეპტი ვარსკვლავისგან: მადონა

ინგრედიენტები:

  • მწვანე ჩაი - 1 ს|კ
  • კოჭა - 1 ცალი
  • დარიჩინი - 1 ჩხირი
  • მიხაკი - 2 ცალი
  • ფორთოხალი - 1 ცალი
  • ლაიმი - 1 ცალი
  • ლიმონი - 1-2 ცალი
  • ვანილი - გემოვნებით
  • პიტნა - გემოვნებით

მომზადების წესი:

მწვანე ჩაის დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ რამდენიმე წუთით, გადაწურეთ და ჩაასხით შესაბამის ჭურჭელში.

დანაყეთ მიხაკი, დარიჩინი და დაუმატეთ ჩაის.

ოთხ ნაწილად გაყავით ლიმონი, დაჭერით ფორთოხალი, ლაიმი და კოჭა.

ჩაის ნაყენს დაამატეთ ვანილი, პიტნა, ლიმონი, ფორთოხალი, ლაიმი და კოჭა.

მომზადებული ჩაი გააგრილეთ, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ყინულიც.