ყავა ვანილის ნაყინით

.jpg
მარტივი
უცხოური
კატეგორია: სასმელები

ინგრედიენტები:

  • ნაღები - 100 გ
  • შაქარი - 2 ს/კ
  • უნალექო ყავა - გემოვნებით
  • წყალი
  • “პალომას” საოჯახო ნაყინი ვანილით - გემოვნებით

მომზადების წესი:                               

ათქვიფეთ ნაღები, დაუმატეთ შაქარი და კვლავ აურიეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

მოამზადეთ ჩვეულებრივი, ცხელი უნალექო ყავა. ჭიქა არ გაავსოთ ბოლომდე და დაელოდეთ, რომ ცოტა შეგრილდეს.

ყავაზე მოათავსეთ ვანილის ნაყინი, შემდეგ კი ნაღების მასა.

გასაფორმებლად, შეგიძლიათ ზემოდან შოკოლადიც მოასხათ.

 

 

 

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: