ინგრედიენტები:
- კარტოფილი
- სარდელი "ტრადიციული“
- ზეთი, მარილი, პილპილი
- მწვანილი
მომზადების წესი:
გათალეთ კარტოფილი და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.
საცხობ ფორმას წაუასვით ზეთი, დააწყვეთ კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. დაამატეთ დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა.
შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და დაელოდეთ დაახლოებით 30 წუთი.
ცალკე, ცხიმწასმულ ტაფაზე, დაბრაწეთ სარდელი "ტრადიციული“ და დაამტეთ ღუმელში გამომცხვარ, უკვე მომზადებულ კარტოფილს.
შეგიძლიათ გააფორმოთ სასურველი მწვანილით.