გემრიელი და სასარგებლო რეცეპტები
სალათები
მექსიკური სალათა ქათმით და ბრინჯით

მექსიკური სალათა ქათმით და ბრინჯით

.jpg
უცხოური
კატეგორია: სალათები

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე - 2 ცალი
  • ბრინჯი - 1 ჭიქა
  • მწვანე ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • პამიდორი ,,ჩერი“ - 5 ცალი
  • კონსერვირებული სიმინდი - 1 ჭიქა
  • ლობიო - 1 ჭიქა
  • მწვანე ხახვი - 6 ღერო
  • გახეხილი ყველი - 1 ჭიქა
  • ქინძი - 1კონა
  • ლიმნის წვენი, პაპრიკა, მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • ავოკადო - 1 ცალი

მომზადების წესი:

ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოაყარეთ პაპრიკა. შეწვით ზეითუნის ზეთში 10 წუთის განმავლობაში.

ცალკე მოხარშეთ ლობიო და ბრინჯი.

დაჭერით ბულგარული წიწაკა, პამიდორი, ხახვი და ქინძი.

ტაფაზე მოათავსეთ სიმინდის მარცვლები და მოთუშეთ 2 წუთის განმავლობაში.
ერთმანეთში აურიეთ ბრინჯი, ლობიო, შემწვარი ქათმის ფილე, დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი, პამიდორი, მოთუშული სიმინდი, მარილი, პილპილი და ქინძი.

სალათს ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით ლიმნის წვენი.

სურვილისამებრ გააფორმეთ დაჭრილი ავოკადოთი.

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: