ყველის კრემ სუპი შაშხით

.jpg
მარტივი
უცხოური
კატეგორია: სუპები

ინგრედიენტები:

  • ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი - 1 ლ
  • ხახვი - 350 გ
  • კარტოფილი - 1/2 ც
  • რძე - 300 მლ
  • მდოგვი - 1 ს/კ
  • გახეხილი ჰოლანდიური ყველი - 140 გ
  • შაშხი ბოლერო (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თქვენთვის სასურველი შაშხით) - 150 გ
  • შაშხი ბეკონი - 150 გ
  • მუსკატის კაკალი - გემოვნებით
  • მწვანე ხახვი - გემოვნებით

მომზადების წესი:

ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ ხახვი, კარტოფილი, მუსკატის კაკალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. მომზადებული წვნიანი დააბლენდერეთ, დაუმატეთ რძე, მდოგვი, გახეხილი ყველი და შეათბეთ.

მომზადებულ კრემ-სუპს ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი შაშხი ბოლერო, ბეკონი (მოთუშული), მწვანე ხახვი და გახეხილი ყველი.

გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კუბებად დაჭრილი ორცხობილა.

 

 

 

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: