ლაზანიას წვნიანი

.jpg
უცხოური
კატეგორია: სუპები

ინგრედიენტები:

  • სოსისი - 500 გ
  • ხახვი - 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • ქათმის ხორცის ბულიონი - 6 ჭიქა
  • ტომატ პასტა - 2 ს|კ
  • ნიორი - 1 კბილი
  • ლაზანიას ფირფიტები - 250 გ
  • ორეგანო - 1 ს/კ
  • გახეხილი ყველი - 100 გ
  • მარილი, წითელი წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესი:

ცხიმიან ღრმა ჭურჭელში, საშუალო ცეცხლზე შეწვით დაჭრილი სოსისი და ხახვი, დაამატეთ ნიორი, ორეგანო და წითელი წიწაკა, შემდეგ დაუმატეთ ტომატ პასტა და გააჩერეთ ცეცხლზე 3-4 წუთი. დაასხით ბულიონი, ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ კიდევ 20 წუთი.

დაუმატეთ ლაზანიას დაჭრილი ფირფიტები და გააჩერეთ ცეცხლზე სანამ არ დარბილდება. (შეგიძლიათ დაჭრილი ფირფიტები მოხარშოთ ცალკე და უკვე მომზადებულ წვნიანს დაუმატოთ).

სუფრაზე მიტანამდე მზა კერძს ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი, ასევე შეგიძლიათ გააფორმოთ თქვენთვის სასურველი მწვანილით.

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: