საკვების შერჩევა
საკვების დამუშავება
კვერცხის მოხარშვის წესები

კვერცხის მოხარშვის წესები

.jpg
  • ქათმის კვერცხი მაცივრიდან, მოხარშვამდე ცოტა ხნით ადრე უნდა გამოიღოთ.
     
  • სანამ მოსახარშად გაამზადებთ აუცილებლად გარეცხეთ.
     
  • კვერცხი ჩააწყვეთ ცივ წყალში და არა ადუღებულში. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე.
     
  • იმისათვის, რომ კვერცხი ხარშვის დროს არ დაიბზაროს, წყალში დაუმატეთ 1 ჩ/კ მარილი ან ძმარი.
     
  • თოხლო კვერცხის მოსახარშად მხოლოდ 2 წუთი დუღილია საჭირო, 4 წუთიანი დუღილის დროს კვერცხის გული კვლავ თხევადი რჩება, თუმცა ცილა შედარებით მკვრივია, თუ დამატებით კიდევ 2 წუთს მოხარშავთ კრემისებურ გულს მიიღებთ. იმ შემთხვევაში თუ მაინც მაგრად მოხარშული კვერცხის მოყვარული ხართ, სასურველი შედეგის მისაღწევად 10-15 წუთი დაგჭირდებათ.
     
  • უკვე მოხარშული კვერცი მოათავსეთ ცივ წყალში და გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, ნაჭუჭისგან გასუფთავებას უპრობლემოდ შეძლებთ.

 

 

 



უკან რჩევებში