საკვების შერჩევა
საკვების დამუშავება
სააღდგომო კვერცხის შეღებვის წესები

სააღდგომო კვერცხის შეღებვის წესები

.jpg
  • თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება.
     
  • ხარშვისას კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათი სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო ხარშვისას წყალში ჩაამატეთ 1 ს/კ მარილი - ნაჭუჭი რომც გასკდეს, გული აღარ გადმოიღვრება.
     
  • შეღებილმა კვერცხმა რომ იბრწყინოს, გაამშრალეთ და ზეთი გადაუსვით.
     
  • შეღებილი კვერცხი ცივ წყალში დიდხანს გააჩერეთ, რათა ადვილად გაიფრცქვნას.
     
  • თუ ბუნებრივ საღებავს ანიჭებთ უპირატესობას, ენდროს შეძენა კი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შეძელით, იცოდეთ, რომ ჭარხალი კვერცხს ხასხასა წითელ ფერზე შეღებავს. შეღებვის პრინციპი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ენდროს შემთხვევაში - უბრალოდ, მოხარშვის შემდეგ ცოტა მეტხანს უნდა დავაყოვნოთ კვერცხი საღებავში.
     
  • ვინც სააღდგომო სუფრაზე ფერად-ფერადი კვერცხების განთავსებასაც გეგმავთ იცოდეთ, რომ სტაფილო და ყვითელი კოჭა – ყვითლად, კაკლის უღლის ნახარში ყავისფრად, ია ან წითელი კომბოსტო ცისფრად, ხოლო ისპანახი და ჭინჭარი მწვანედ შეღებავს კვერცხს. წესი ამ შემთხვევაშიც იგივეა, რაც ჭარხლის გამოყენებისას.

 



უკან რჩევებში