საკვების შერჩევა
საკვების დამუშავება
გლინტვეინის მომზადების წესები

გლინტვეინის მომზადების წესები

.jpg
  • გლინტვეინი - ჯადოსნური სასმელი, რომელიც ცივ დღეებს გაგითბობთ და სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით!!!
     
  • ჩვენ, მისი მომზადების რამდენიმე მნიშვნელოვან წესს გასწავლით:
     
  • სასმელი ბევრად გემრიელი გამოვა, თუკი ღვინოს ცალკე ქვაბში გაათბობთ, ხოლო ხილსა და სანელებლებს ცალკე.
     
  • არ მიიყვანოთ ღვინო ადუღებამდე – ამ შემთხვევაში ალკოჰოლი აორთქლდება და სასმელი კომპოტს დაემსგავსება. აჯობებს, უბრალოდ შეათბოთ გლინტვეინი დაბალ ცეცხლზე.
     
  • მომზადებული გლინტვეინი აუცილებლად გადაწურეთ. ასე ღვინო უფრო გამჭვირვალე გახდება და სმის დროს სხვადასხვა ინგრედიენტი, უსიამოვნო შეგრძნებას არ შეგიქმნით.

 

 



უკან რჩევებში