საკვების შერჩევა
სამზარეულოს საიდუმლოებები
პროდუქტების შენახვის წესები

პროდუქტების შენახვის წესები

.jpg
  • თხილმა და ნიგოზმა გემო რომ არ დაკარგოს, მაცივარში შეინახეთ, უკვე გატარებული კი საყინულეში.
     
  • მწიფე პამიდორი ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივებისგან შორს მოათავსეთ, გადამწიფებული კი მაცივარში.
     
  • ბანანი დიდი რაოდენობით ეთილს გამოყოფს, ამიტომ ნუ შეინახავთ მას სხვა ხილ-ბოსტნეულთან ერთად.
     
  • შოკოლადი მაცივარში შენახვისას იკეთებს თეთრ ნადებს, რაც პროდუქტს გემოს უკარგავს.
     
  • თაფლი აუცილებელია შეინახოთ მინის ქილაში ბნელ ადგილზე.
     
  • ძეხვი, ხორცი და თევზი პერგამენტის ქაღალდში შეახვიეთ და მაცივარში ისე შედეთ.
     
  • ყველი კარგად და დიდხანს შეგენახებათ, თუ მას ჯერ ქაღალდის, შემდეგ კი პოლიეთილენის პარკში მოათავსებთ.
     
  • ტომატის პასტა რომ არ გამოშრეს, ზედაპირზე ცოტა ზეთი დაასხით.
     
  • მწვანილი თაიგულივით წყლიან ჭურჭელში მოათავსეთ, ცელოფნის პარკი დაახურეთ და მაცივარში ჩადეთ.
     
  • ნუ გადატვირთავთ მაცივარს - მასში ჰაერი კარგად უნდა მოძრაობდეს.

 



უკან რჩევებში