კარგი დიასახლისის ხრიკები

.jpg
  • კვერცხის მოხარშვისას წყალში დაამატეთ 1/2 ს/კ სოდა თუ გნებავთ, რომ გაფრცქვნისას მარტივად მოაცილოთ ნაჭუჭი.
     
  • იმისათვის, რომ გამოიცნოთ ახალია თუ არა კვერცხი ჩადეთ ის წყლიან თასში. ახალი კვერცხი დაიძირება, ძველი კი ზედაპირზე ამოტივტივდება.
     
  • როცა ქვაბით წყალს ადუღებთ, ქვაბის კიდეებზე ხის კოვზი დადეთ. ამით თავიდან აიცილებთ წყლის გადმოსვლას.
     
  • ხახვის დაჭრისას ცრემლები აღარ წამოგივათ თუ საჭრელ დაფაზე წინასწარ თეთრ ძმარს დაასხამთ.
     
  • ღვინო გაციებისას რომ არ გაგიწყალდეთ, გაყინეთ ყურძნის მარცვლები და ყინულის მაგივრად ჩაყარეთ თქვენს ჭიქაში. 
     
  • მიქსერის შხეფებისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ქაღალდის თეფში. თეფში გახვრიტეთ და ჩამოაცვით მიქსერის ფეხზე.
     
  • ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს ბაქტერიებს თეთრი ძმარი მოაცილებს. მხოლოდ 5 წუთით მოათავსეთ ღრუბელი ძმრიან ჭურჭელში.
     
  • კარტოფილი რომ არ გაღვივდეს მოათავსეთ ტომარაში რამდენიმე ცალი ვაშლი.

 



უკან რჩევებში