სამზარეულოს ხრიკები

.jpg
  • მიკროტალღურ ღუმელში დადგით წყლით სავსე ღრმა თეფში. ცხელი ორთქლი დაალბობს წარმოქმნილ ჭუჭყსა და ცხიმს და თქვენ მას მარტივად გაწმენდთ.
     
  • თუ სარკე დაიბურა, გაწმინდეთ არაყში დასველებული ჩვრით და როდესაც შეშრება, მშრალი ტილო გადაუსვით.
     
  • შუშის ლარნაკები ჯერ თბილ, მარილიან წყალში გარეცხეთ და შემდეგ ცივ წყალში გაავლეთ.
     
  • ჟანგის ლაქებს ლიმონის წვენი კარგად უმკლავდება - დაასხით ლაქას და გააჩერეთ მანამ, სანამ ლაქა არ გაქრებეა. შემდეგ კი თბილ წყალში გაავლეთ.
     
  • ონკანები სააბაზანოსა და სამზარეულოში იბრწყინებს, თუ მათ ლიმონის ქერქით გაწმენდთ.


უკან რჩევებში