საკვების შერჩევა
პროდუქტების შერჩევა
სასარგებლო პროდუქტები ფერების მიხედვით

სასარგებლო პროდუქტები ფერების მიხედვით

.jpg
  • წითელი ფერის პროდუქტები - ხორცი, წითელი თევზი, წითელი ბულგარული წიწაკა, პამიდორი, ბროწეული, ბოლოკი, მარწყვი, წითელი ვაშლი, წითელი ყურძენი, ჟოლო, საზამთრო - შეგმატებთ ენერგიას და უფრო აქტიურს გაგხდით.
     
  • მწვანე ფერის პროდუქტების - კიტრის, კომბოსტოს, მწვანე ყურძნის, სალათის ფურცლების, ავოკადოს, ბარდას, სატაცურის, მწვანე ვაშლის, კივის, მწვანილის, მწვანე ბულგარული წიწაკის, ისპანახის, ყაბაყის და მწვანე ლობიოს გავლენა ადამიანის ორგანიზმზე ძალიან დიდია. ისინი ხელს უწყობენ ემოციურ სტაბილურობას, ამცირებენ სტრესულ გავლენას, არეგულირებენ არტერიულ წნევას. ამას გარდა, მწვანე პროდუქტები საუკეთესო საშუალებაა თავის ტკივილის სამკურნალოდ.
     
  • ყვითელი ფერის პროდუქტები - ანანასი, სიმინდი, ტკბილი წიწაკა, ნესვი, ყვითელი ყველი, ბანანი, ლიმონი, ყვითელი ქლიავი და გრეიფრუტი - ისინი აძლიერებენ ნერვულ სისტემას, ააქტიურებენ ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის მუშაობას და აქვთ სიცხის დამწევი თვისებები.

 



უკან რჩევებში